დონალდ ტრამპი - ირანის ოფიციალურმა პირებმა პირადად დამირეკეს და შეტევის შეჩერება მთხოვეს, იერიშები მალე შეჩერდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ოფიციალურმა პირებმა პირადად დაურეკეს და შეტევის შეჩერება სთხოვეს.
ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ იტყობინება.
აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ იერიშები მალე შეჩერდება, თუმცა, მისივე თქმით, თუ ირანთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, თავდასხმა კვლავ გაგრძელდება.
დონალდ ტრამპის თქმით, ირანის მიმართულებით გასულ ღამეს „ტომაჰავკის“ ტიპის 49 რაკეტა გაუშვეს.
აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან მიმდინარე მოვლენებს „ისტორიაში ყველაზე მეტად დარღვეულ ცეცხლის შეწყვეტად“ მოიხსენიებს.
ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ირანზე დარტყმების უახლესი ტალღა დაასრულეს. ამჯერად თავდასხმის სამიზნე ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობები, საკომუნიკაციო სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები გახდა მთელი ირანის მასშტაბით.