დონალდ ტრამპი – ირანის ეკონომიკა განადგურებულია და ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არავინ იცის, ვინ მართავს ქვეყანას ახლა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მიმართებით მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არავინ იცის, თუ ვინ მართავს ქვეყანას. თეთრი სახლის ლიდერმა ამის შესახებ მერილენდში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ეკონომიკა განადგურებულია და ქვეყანას ხალხი ტოვებს.
მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-ის ძალებმა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ორჯერ გაანადგურა და არ იცის, თუ ვინ მართავს ქვეყანას დღესდღეობით.
„მათი ეკონომიკა განადგურებულია. მათ აქვთ ინფლაცია, როგორც მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაშია და ერთმა კაცმა, რომელმაც ირანი რამდენიმე დღის წინ დატოვა, თქვა: „მე მივდივარ, რადგან ჩვენი ქვეყანა დამთავრდა“. ეს არის ის, რაც მან თქვა. ეს თავისთავად არ ხდება. ამერიკის შეიარაღებული ძალების მამაკაცებისა და ქალების წყალობით ირანის ათობით ტერორისტი ლიდერი განადგურებულია და ისინი პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭეში გადააგდეს. როგორც იცით, მათი ლიდერები აღარ არსებობენ. მათი ლიდერების მეორე ჯგუფიც აღარ არსებობს. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არავინ იცის, ვინ მართავს ქვეყანას ახლა. არავინ იცის. მაგრამ, შესაძლოა, ეს კარგიც იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.