დონალდ ტრამპი – ირანის დამარცხების შემდეგ, მალე ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ

01:06, 15.08.2026

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს მალე ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ იორკში, პოლიციის აკადემიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონმა სრუტეში ბლოკადა დააწესა და ვერცერთი გემი ვერ გადის, ვიდრე ეს აშშ-ის სურვილი არ იქნება.

„მას შემდეგ, რაც ირანს დავამარცხებთ, რომელიც ძალიან მძიმედ მარცხდება, მალე ჰორმუზის სრუტეს შეერთებული შტატების ტერიტორიად გამოვაცხადებ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის განცხადებით, მან შექმნა სამხედრო ძალები და იმაზე მეტჯერ გამოიყენა, ვიდრე ეს სურდა, თუმცა, მისი თქმით, ვერ დაუშვებდა, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა.

ტრამპმა ირანს მსოფლიოში ტერორის ნომერი პირველი სპონსორი ქვეყანა უწოდა.

მსგავსი