დონალდ ტრამპი – ირანის ბირთვული განიარაღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
ირანის ბირთვული განიარაღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა კატარში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლების არაპირდაპირ მოლაპარაკებებზეც და თქვა, რომ მათ ძალიან კარგი შეხვედრები ჰქონდათ.
„ჩვენ ძალიან კარგად ვურთიერთობთ. ირანმა გრძელი გზა გაიარა. ვფიქრობ, რომ ისინი კარგად არიან“, – აღნიშნა ტრამპმა.
დღეს აშშ-მა და ირანმა კატარის დედაქალაქ დოჰაში ტექნიკური მოლაპარაკებები გამართეს, რათა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაკადების მოძრაობაზე შეთანხმებას და ცეცხლის ხანგრძლივად შეწყვეტის უზრუნველყოფას მიაღწიონ.