დონალდ ტრამპი – ირანი ყველაფერს აკეთებს, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ ნავთობის ფასი გაზარდოს
ირანი ყველაფერს აკეთებს, რათა აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ ნავთობის ფასი გაზარდოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, ირანელები იგონებენ ამბებს თავდასხმებზე, ნაღმებზე და ყველაფერზე, რადგან ამჟამად ჰორმუზის სრუტით უფრო მეტი ნავთობი გადის, ვიდრე კონფლიქტის დაწყებამდე გადიოდა.
„ისინი აგრძელებენ მომიტინგეების და ნებისმიერი სხვა ადამიანის მკვლელობას, ვინც მათ გზაზე აღმოჩნდება. ეს მართლაც ბოროტი რეჟიმია და შემიძლია, მხოლოდ იმედი ვიქონიო, რომ ამერიკული საზოგადოება და მთელი მსოფლიო გააცნობიერებენ, თუ რაოდენ ბოროტები არიან ისინი! შვიდ თვეზე ნაკლებ დროში 75 000 მომიტინგე დაიღუპა. შოკის მომგვრელია, რომ მსოფლიოს და „დემოკრატ“ პარტიას თითქოს სულაც არ ადარდებთ ეს. ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და მას არასდროს ექნება ბირთვული იარაღი!“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.