დონალდ ტრამპი – ირანი, რომელიც გაკოტრების პირასაა, საკუთარი სამხედროების დიდ ნაწილს ხელფასს არ უხდის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი სამხედროებს ხელფასს არ უხდის.
ტრამპმა თეირანში არსებული ვითარება „უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კრიზისად“ შეაფასა.
„ირანის მუსლიმური რესპუბლიკა, რომელიც გაკოტრების პირასაა, საკუთარი სამხედროების დიდ ნაწილს ხელფასს არ უხდის. ამავე დროს , მომიტინგეებს ხოცავს, მაშინაც კი, როდესაც ისინი არ აპროტესტებენ, ისეთი მასშტაბით, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. ეს არის ეპიკური მასშტაბის ჰუმანიტარული კრიზისი და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.