დონალდ ტრამპი – ირანი ისეთ გარიგებაზე არ მოდის, რაც ჩვენ გვჭირდება, ამ საქმეს სათანადოდ მოვაგვარებთ
U.S. President Donald Trump holds a press conference in the James S. Brady Press Briefing Room at the White House in Washington, D.C., U.S., April 6, 2026. REUTERS/Evan Vucci
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ირანთან დაპირისპირებაში უპირატესობა აქვს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
ტრამპის თქმით, თეირანი ისეთ შეთანხმებაზე არ თანხმდება, რომელიც ვაშინგტონისთვის მისაღები იქნებოდა.
„ჩვენ უბრალოდ ვიმარჯვებთ. ეს ჩხუბი რომ ყოფილიყო, უკვე შეჩერდებოდნენ. გესმით ეს გამოთქმა? სიმართლეა. ისინი ისეთ გარიგებაზე არ მიდიან, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ ამ საქმეს სათანადოდ მოვაგვარებთ. ჩვენ არ ვაპირებთ ნაადრევად წასვლას, რომ სამი წლის შემდეგ კვლავ ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ“, — განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.