დონალდ ტრამპი – ირანი ძალიან მძიმედ დაზარალდა, თითქმის ყველაფერი დაკარგეს სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან ცოტა რამ დარჩათ, ვნახავთ, რა მოხდება, ღამითაც ძლიერად დავარტყით

10:09, 20.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მიმართულებით დარტყმები იორდანიასა და ერაყში დაღუპული ამერიკელი სამხედროების პატივსაცემად განხორციელდა.

ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაღუპული სამხედროების გამო წუხს, თუმცა, მისივე თქმით, „დიდი პატრიოტები“ იბრძოდნენ იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონოდა.

აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ირანს სამხედრო თვალსაზრისით პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. მისივე თქმით, თეირანს მხოლოდ მცირედი სარაკეტო შესაძლებლობები აქვს, სრუტის კონტროლი კი აშშ-ის ხელშია.

„ჩვენ ძალიან ცუდად ვგრძნობთ თავს, მაგრამ, იცით, ეს დიდებული ხალხი, დიდებული პატრიოტები იქ იბრძვიან იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ირანი ძალიან მძიმედ დაზარალდა, თითქმის ყველაფერი დაკარგეს სამხედრო თვალსაზრისით. ძალიან ცოტა რამ დარჩათ. აქვთ გარკვეული რაოდენობის რაკეტები, გარკვეული რაოდენობის დრონები. სრუტეს ჩვენ ვაკონტროლებთ. ასე რომ, ვნახავთ, რა მოხდება. ღამითაც ძალიან ძლიერად დავარტყით. ეს გავაკეთეთ სამი დიდებული პატრიოტის პატივსაცემად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი