დონალდ ტრამპი - ირანელი მომლაპარაკებლები შეთანხმების გაფორმებას გვევედრებიან, მაგრამ საჯაროდ მაინც აცხადებენ, რომ ჩვენს წინადადებას განიხილავენ, უმჯობესია, საქმეს სერიოზულად მოეკიდონ
დონალდ ტრამპი - ირანელი მომლაპარაკებლები შეთანხმების გაფორმებას გვევედრებიან, მაგრამ საჯაროდ მაინც აცხადებენ, რომ ჩვენს წინადადებას განიხილავენ, უმჯობესია, საქმეს სერიოზულად მოეკიდონ

ირანელი მომლაპარაკებლები შეთანხმების გაფორმებას გვევედრებიან, მაგრამ საჯაროდ მაინც აცხადებენ, რომ ჩვენს წინადადებას განიხილავენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპმა ირანელ მომლაპარაკებლებს „უცნაურები“ უწოდა.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, უმჯობესია, ისინი საქმეს სერიოზულად მოეკიდონ.

„ისინი „გვევედრებიან“ შეთანხმების დადებას. ეს სწორია, რადგან სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულნი არიან და აღდგენის არანაირი შანსი არ აქვთ, მაგრამ საჯაროდ მაინც აცხადებენ, რომ, უბრალოდ, „ჩვენს წინადადებას განიხილავენ“. არასწორია! უმჯობესია, საქმეს სერიოზულად მოეკიდონ, ვიდრე დაგვიანდება, რადგან ეს როცა მოხდება, უკან დასახევი გზა აღარ იქნება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.