დონალდ ტრამპი - იორდანიაში თავდასხმა, რომლის შედეგადაც სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების შედეგია
დონალდ ტრამპი - იორდანიაში თავდასხმა, რომლის შედეგადაც სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების შედეგია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იორდანიაში თავდასხმას ეხმაურება.

ტრამპის თქმით, თავდასხმა, რომლის შედეგადაც სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სისუსტის ბრალია.

„იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმისას სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და უფრო მეტი დაშავდა. საშინელი დღეა ამერიკისთვის. ჩემი ღრმა თანაგრძნობა იმ მამაცი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც დავკარგეთ. შეერთებულ შტატებზე ეს თავხედური თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების კიდევ ერთი შემზარავი და ტრაგიკული შედეგია“, – წერს ტრამპი.

იორდანიაში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაშავდა.