დონალდ ტრამპი - ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობს აღარ შეისყიდის, ეს დიდი ნაბიჯია, ახლა ჩინეთსაც იმავეს გაკეთება უნდა ვაიძულოთ
ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა და ქმედება მოსკოვის ეკონომიკური იზოლაციისკენ მიმართულ „დიდ ნაბიჯად“ შეაფასა.
როგორც ტრამპი აცხადებს, ამ გადაწყვეტილების შესახებ მას თავად ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ აცნობა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახლა ჩინეთიც უნდა აიძულონ, იგივე გააკეთოს.
„არ გვიხაროდა, რომ რუსულ ნავთობს ყიდულობდნენ, რადგან ეს რუსეთს ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს, რომელშიც მათ მილიონ-ნახევარი ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცები დაკარგეს. არ ვიყავი კმაყოფილი იმით, რომ ინდოეთი ნავთობს რუსეთისგან ყიდულობდა და მან (ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა) დამარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობს აღარ შეისყიდის. ეს დიდი ნაბიჯია. ახლა ჩვენ ჩინეთსაც იმავეს გაკეთება უნდა ვაიძულოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.