დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ კატარი ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ კატარი ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანს ბირთვული შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა.

ტრამპმა კატარში ვიზიტისას იმედი გამოთქვა, რომ კატარი ირანთან შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება.

ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, სურს „ირანის აყვავება“.

„ჩვენ გვაქვს მხოლოდ ორი გზა. არ არის სამი, ოთხი ან ხუთი. არის ორი გზა – მეგობრული და არამეგობრული. არამეგობრული  ძალადობრივი გზაა. მე არ მინდა ეს. პირდაპირ ვიტყვი, არ მინდა ეს, მაგრამ მათ უნდა დაიწყონ მოძრაობა“, – განაცხადა ტრამპმა.