დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან მასშტაბური სავაჭრო შეთანხმება პირველ მარტამდე გაფორმდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან მასშტაბური სავაჭრო შეთანხმება პირველ მარტამდე გაფორმდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინურ პროდუქციაზე 25-პროცენტიანი ტარიფები კვლავ დაწესდება.
დონალდ ტრამპის თქმით, იგი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს უახლოეს მომავალში შეხვდება. ლიდერები სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას შეეცდებიან.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სავაჭრო მოლაპარაკებებში ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.
აშშ-მ და ჩინეთმა გასულ წელს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ერთმანეთს ტარიფები დაუწესეს.