დონალდ ტრამპი იარაღზე კონტროლის გამკაცრებას არ გეგმავს
დონალდ ტრამპი იარაღზე კონტროლის გამკაცრებას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იარაღზე კონტროლის გამკაცრებას არ გეგმავს – წერს  BBC. მისი განცხადებით, კანონი უფრო მკაცრი რომ ყოფილიყო, ტეხასში ტაძარზე თავდასხმას ასობით მეტი ადამიანი შეეწირებოდა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ადგილობრივ მცხოვრებ სტივენ ვილფორდს, რომელმაც თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, იარაღი არ ექნებოდა და ვერც კელის განეიტრალებას შეძლებდა.
როგორც ტრამპმა სეულში ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, ამ მიმართულებით, რეგულაციების გამკაცრება ამერიკელებს საზერლენდ სპრინგსში მომხდარ ტრაგედიას ვერ ააცილებდა. აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ტეხასის თავდასხმაში „პრობლემა იარაღი კი არა, მენტალური ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იყო“.
დევინ პატრიკ კელიმ ბაპტისტურ ტაძარში საკვირაო მესაზე დამსწრეებს ცეცხლი გაუხსნა. სროლას 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. თავდამსხმელი მოგვიანებით ადგილობრივი მცხოვრების მიერ საპასუხო ტყვიას ემსხვერპლა.
აშშ-ის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ კელის იარაღის ტარების უფლება ჩამორთმეული ჰქონდა.