დონალდ ტრამპი – ჰორმუზის სრუტეზე თითქმის სრული კონტროლი გვაქვს, ირანის ეკონომიკა კი სრულად იშლება, როდის აპირებს ირანელი ხალხი, რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიოს და იბრძოლოს?
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრაპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებების განახლებას არ ცდილობს და ვაშინგტონისთვის ამჟამინდელი მდგომარეობა უფრო ხელსაყრელია.
ტრამპმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში უარყო „ეიბისი ნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეერთებული შტატები ირანის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს.
„მე არ ვცდილობ ირანის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას, როგორც ეს ABC-ს ყალბმა მედიამ გაავრცელა. საერთოდ არ მაინტერესებს, ხელს მოაწერენ თუ არა ისინი შეთანხმებას, რომელიც მათთვის არაფრის მომცემია“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, ვაშინგტონისთვის ამჟამინდელი მდგომარეობა უფრო ხელსაყრელია, რადგან შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტეზე „თითქმის სრული კონტროლი“ აქვს, ხოლო ირანის ეკონომიკა „სრულად იშლება“.
„ისინი უბრალოდ გარდაუვალ შედეგამდე მიდიან. როდის აპირებს ირანელი ხალხი, რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიოს და იბრძოლოს?“ – წერს ტრამპი.