დონალდ ტრამპი - „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ვეხმარებით ისრაელს მოლაპარაკებებში, რადგან საუბარია მძევლებზე, მე გამოვიყვანე 59 მძევალი და „ჰამასისთვის“ სანაცვლოდ არაფერი მიგვიცია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს „ჰამასთან“ ისრაელელ და ამერიკელ მძევლებთან დაკავშირებით, რომლებიც კვლავ ტყვეობაში იმყოფებიან.
ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „ჰამასთან“. ჩვენ ვეხმარებით ისრაელს ამ მოლაპარაკებებში, რადგან საუბარია ისრაელელ მძევლებზე. ჩვენ არაფერს არ ვაძლევთ „ჰამასს“. არ ვაძლევთ ექვს მილიარდ დოლარს, როგორც სხვა ადმინისტრაციები იძლევიან. ფაქტობრივად, მე გამოვიყვანე 59 მძევალი და ჩვენ არაფერი მიგვიცია სანაცვლოდ“, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში გაიმართა პირისპირი მოლაპარაკებები აშშ-სა და „ჰამასს“ შორის და დაჯგუფებას გადაეცა გზავნილი, რომ შეერთებულ შტატებს სურს მძევლების სახლში დაბრუნება.