დონალდ ტრამპი - გვაცნობეს, რომ ირანში მკვლელობები ჩერდება და სიკვდილით დასჯა არ იგეგმება, ვნახავთ, როგორ წარიმართება პროცესი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეატყობინეს, რომ ირანში სიკვდილით დასჯა შეჩერებულია.
„ჩვენ გვაცნობეს და საკმაოდ მკაფიოდ – თუმცა ჯერ ვნახავთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი – მაგრამ გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები ჩერდება და სიკვდილით დასჯა არ იგეგმება. ეს სანდო წყაროდან მითხრეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს ინფორმაცია ახლახან მიიღო.
„ბევრი ადამიანი საუბრობდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ დღეს იქნებოდა სიკვდილით დასჯის დღე. ეს თუ მოხდება, ყველანი ძალიან გავბრაზდებით“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აშშ-ის სამხედრო ქმედება ირანში აღარ იგეგმება, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.
„ვნახავთ, როგორ წარიმართება პროცესი“, – განაცხადა ტრამპმა.