დონალდ ტრამპი - გუშინ დიდი დღე იყო, რესპუბლიკურმა პარტიამ ისტორია დაიცვა
დონალდ ტრამპი - გუშინ დიდი დღე იყო, რესპუბლიკურმა პარტიამ ისტორია დაიცვა

გუშინ დიდი დღე იყო, შესანიშნავი, რესპუბლიკურმა პარტიამ ისტორია დაიცვა, რათა სენატში უმრავლესობით ყოფნა გაეხანგრძლივებინა, თუმცა მნიშვნელოვნად დამარცხდა წარმომადგენელთა პალატაში, – ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა შეაქო რესპუბლიკელი კანდიდატები, რომელთაც, მისი თქმით, „შესანიშნავ წარმატებას მიაღწიეს“.

ტრამპის განცხადებით, 11 კანდიდატიდან ცხრამ, რომელსაც კამპანიას თავად უწევდა, გაიმარჯვა.

„ჩვენ ეს შევძელით მდიდარი დონორების გარეშე და ძალიან მტრულ მედია გარემოში, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, 1962 წლიდან კენედის პრეზიდენტობის შემდეგ, პრეზიდენტის პარტიამ პირველი შუალედური არჩევნების დროს, პირველად მოიპოვა ასეთი შედეგი სენატში.

„პირველ შუალედურ არჩევნებში პრეზიდენტმა ობამამ სენატში 6 ადგილი დაკარგა“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.