დონალდ ტრამპი - გთხოვთ, ვინმემ აუხსენით მიშელ ობამას, რომ დონალდ ტრამპი არ იქნებოდა ამ ლამაზ თეთრ სახლში, რომ არა ბარაკ ობამას მიერ გაკეთებული საქმე
დონალდ ტრამპი - გთხოვთ, ვინმემ აუხსენით მიშელ ობამას, რომ დონალდ ტრამპი არ იქნებოდა ამ ლამაზ თეთრ სახლში, რომ არა ბარაკ ობამას მიერ გაკეთებული საქმე

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, ის არ გახდებოდა პრეზიდენტი, რომ არა „ბარაკ ობამას მიერ გაკეთებული საქმე“. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რითაც აშშ-ის ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამას განცხადებას გამოეხმაურა.

„გთხოვთ, ვინმემ აუხსენით მიშელ ობამას, რომ დონალდ ტრამპი არ იქნებოდა აქ, ამ ლამაზ თეთრ სახლში, რომ არა მისი ქმრის, ბარაკ ობამას მიერ გაკეთებული საქმე“, – წერს ტრამპი.

ამავე დროს, პრეზიდნეტმა ტრამპმა დაწერა, რომ მან და მისმა ადმინისტრაციამ ისტორიაში ყველაზე დიდი ეკონომიკა ააშენეს და მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინეს. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის გუნდი ე.წ. ღორის გრიპზე რეაგირებისთვის გააკრიტიკა და კორუმპირებული უწოდა.

„ობამა-ბაიდენის ადმინისტრაცია ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული იყო. ამას ემატება ის ფაქტი, რომ ისინი ჩემს საარჩევნო კამპანიაზე ჯაშუშობაში გამოიჭირეს, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური სკანდალია. ამას „ღალატი“ ჰქვია და არა მარტო. მადლობა კეთილი სიტყვებისთვის, მიშელ!“ – წერს დონალდ ტრამპი.