მიშელ ობამამ დონალდ ტრამპს „არასწორი პრეზიდენტი“ უწოდა
მიშელ ობამამ დონალდ ტრამპს „არასწორი პრეზიდენტი“ უწოდა

აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ დონალდ ტრამპს „არასწორი პრეზიდენტი“ უწოდა. ეს განცხადება მიშელ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გააკეთა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ყრილობა კორონავირუსის გამო ვირტუალურ ფორმატში იმართება და მასზე დემოკრატები პრეზიდენტობის კანდიდატად აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წარადგენენ.

„როდესაც ჩვენ თეთრ სახლს მივმართავთ ლიდერობისთვის და მდგრადობისთვის, ჩვენ ვხედავთ ქაოსს, დაყოფას და ემპათიისგან დაცლილ ადმინისტრაციას. თუ თქვენ გგონიათ, რომ უარესი უკვე აღარ იქნება, დამიჯერეთ, ცდებით. მათ შეუძლიათ, იყონ უარესები და ასეც მოხდება თუ ამას არჩევნებზე არ შევცვლით. ჩვენი ერთადერთი იმედი ამ ქაოსის დასასრულებლად არის ჯო ბაიდენი და ამიტომ მას უნდა დავუჭიროთ მხარი, ისე, თითქოს ამაზე ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული“, – განაცხადა მიშელ ობამამ.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.