დონალდ ტრამპი – გრენლანდია შეერთებულმა შტატებმა უნდა აკონტროლოს და არა დანიამ, დანია არ ხარჯავს ფულს გრენლანდიის რეალურად დასახმარებლად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ გრენლანდია აშშ-ის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, თუმცა აღიარებს, რომ ეს ნატო-სთან კავშირებს დააზარალებს. ტრამპის თქმით, გრენლანდიას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დანიამ ვერ შეძლო გრენლანდიაში ადეკვატური ინვესტიციების განხორციელება და კუნძულის მდებარეობა მას სულ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რადგან ჩინეთი და რუსეთი აფართოებენ თავიანთ ყოფნას არქტიკაში.
„გრენლანდია დანიას არ ეხმარება, დანია არ ხარჯავს ფულს გრენლანდიის რეალურად დასახმარებლად, მაგრამ ის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია. გრენლანდია შეერთებულმა შტატებმა უნდა აკონტროლოს და არა – დანიამ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.