დონალდ ტრამპი - Google-ი, Facebook-ი და Twitter-ი  სახიფათო გზას დაადგნენ და ფრთხილად უნდა იყვნენ
დონალდ ტრამპი - Google-ი, Facebook-ი და Twitter-ი სახიფათო გზას დაადგნენ და ფრთხილად უნდა იყვნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომპანიებს Google-ს, Facebook-სა და Twitter-ს მიმართავს, რომ ფრთხილად იყვნენ. აშშ-ის პრეზიდენტი სოციალური მედიის კომპანიებსა და Google-ს პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და ცენზურაში ადანაშაულებს.

„უმჯობესია, ისინი ფრთხილად იყვნენ, რადგან ადამიანებთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ასე რომ, ვფიქრობ, რომ Google-ი, Facebook-ი და Twitter-ი ძალიან სახიფათო გზას დაადგნენ და ფრთხილად უნდა იყვნენ. ეს უსამართლობაა მოსახლეობის დიდი ჯგუფების მიმართ“, – აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში გაკეთებული განცხადებისას.

მანამდე დონალდ ტრამპმა Google-ის საძიებო სისტემა მის შესახებ ახალი ამბების ძებნისას მანიპულაციაში დაადანაშაულა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, მის შესახებ საძიებო სისტემის მიერ ნაპოვნი ყველა ახალი ამბავი იყო ნეგატიური, ზომიერი სტატიები კი დამალული.

კომპანია Google-ის ხელმძღვანელობა ძიების შედეგების პოლიტკურ მიკერძოებულობას უარყოფს.