დონალდ ტრამპი – ღმერთის წყალობა იყო, რომ დავინფიცირდი

03:00, 08.10.2020
CLEVELAND, OHIO - SEPTEMBER 29:  U.S. President Donald Trump participates in the first presidential debate against Democratic presidential nominee Joe Biden at the Health Education Campus of Case Western Reserve University on September 29, 2020 in Cleveland, Ohio. This is the first of three planned debates between the two candidates in the lead up to the election on November 3. (Photo by Scott Olson/Getty Images)

ვფიქრობ, ღმერთის წყალობა იყო, რომ დავინფიცირდი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დონალდ ტრამპმა სოციალურ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და ეს ექსპერიმენტული წამლის Regeneron-ის დამსახურებაა.

„მე დავინფიცირდი და გავიგე ამ წამლის შესახებ. სურვილი გამოვთქვი, მიმეღო. ეს ჩემი მოთხოვნა იყო და ამ პრეპარატმა შესანიშნავად იმუშავა. ვფიქრობ, რომ არ დავინფიცირებულიყავი , ჩვენ ამ წამალს ისე შევხედავდით, როგორც ათობით სხვა მედიკამენტს, მაგრამ ის მართლა ფანტასტიურად მუშაობს. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ ის. თქვენთვის ის უფასო იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოდან გავრცელებულ მიმართვაში.

აქვე, აშშ-ის ლიდერმა ეპიდემიის გავრცელებაში ჩინეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ჩინეთს ძვირი დაუჯდება, რაც აშშ-ს და მთელ მსოფლიოს გაუკეთა.

„ეს რომ მოხდა, თქვენი ბრალი არ არის. ეს ჩინეთის ბრალია და ჩინეთს ის, რაც ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოს გაუკეთა, ძვირი დაუჯდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი