დონალდ ტრამპი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მყიფე არ არის, ძალიან მყარია, „ჰამასი“ სათანადოდ თუ არ მოიქცევა, შეიძლება, დაუყოვნებლივ განადგურდეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაცხადებით, ღაზაში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „მყიფე არ არის“. მისივე თქმით, „ჰამასი“ თუ არ განიარაღდება, „განადგურდება“.
„ის მყიფე არ არის, ძალიან მყარია. „ჰამასი“, შეიძლება, დაუყოვნებლივ განადგურდეს, თუ სათანადოდ არ მოიქცევიან“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეუძლია მას „ჰამასის“ განიარაღება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მე თუ მომინდება მათი განიარაღება, ძალიან სწრაფად ვაიძულებ. ისინი განადგურდებიან“.
ამასთან, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ამაყობს იმით, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად ძალიან კარგად იმუშავა.
მისივე თქმით, ვაშინგტონი „ჩაერთვება“ პრემიერ-მინისტრის სასამართლო პროცესში, რადგან მიიჩნევს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს არასათანადოდ მოექცნენ.