დონალდ ტრამპი – გემებისთვის, ტვირთისთვის ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონებისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება ირანული ფულით, რომელიც აშშ-ის განკარგულებაშია, ეს სამართლიანია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში გემების ან ტვირთისთვის მიყენებული ნებისმიერი ზარალი ირანის იმ ფინანსური სახსრებით დაიფარება, რომელსაც შეერთებული შტატები აკონტროლებს.
მისი თქმით, ასეთი ზარალი, შესაძლოა, ძალიან დიდი იყოს.
„გთხოვთ, ეს განცხადება ძალაში დარჩეს შემდგომ შეტყობინებამდე. ამ მომენტიდან გემებისთვის, ტვირთისთვის ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონებისთვის მიყენებული ყველა ზარალი ანაზღაურდება იმ ირანული ფულით, რომელიც შეერთებული შტატების განკარგულებაშია და მის კონტროლს ექვემდებარება. ეს ზიანი, შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს სამართლიანია“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.