დონალდ ტრამპი – გავიგე, რომ უკრაინის წვდომა „სტარლინკზე“ გამოსწორდა, თუ ასე არ არის, ილონ მასკს დაველაპარაკები
გავიგე, რომ უკრაინის წვდომა „სტარლინკზე“ გამოსწორდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ამერკელ მილიარდერთან, ილონ მასკთან არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს, „შეიძლება, მოუწიოს“.
„გავიგე, ხარვეზი გამოსწორდა, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, დაველაპარაკები“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მელანიას ბავშვების გადარჩენა სურს და ცეცხლის შეწყვეტაზე მხარეებთან ითანამშროლა. მან პირველი ლედის მუშაობას „შესანიშნავი“ უწოდა.
„მელანიას სურს ბავშვების გადარჩენა და ეს მისი მთავარი მიზანია. ძალიან ბევრს მუშაობდა ამაზე. სურს, ჩვილები თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ. სხვათა შორის, ძალიან რთულ ადგილას ცეცხლის შეწყვეტაზე იმუშავეს, მან შესანიშნავი სამუშაო გაწია“, – განაცხადა ტრამპმა.