დონალდ ტრამპი - გავიგე, რომ ირანი ისრაელზე თავდასხმას დღეს განახორციელებს, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, სიტყვა თავდასხმასაც კი ვერავინ იტყოდა
დონალდ ტრამპი - გავიგე, რომ ირანი ისრაელზე თავდასხმას დღეს განახორციელებს, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, სიტყვა თავდასხმასაც კი ვერავინ იტყოდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, ირანი ისრაელზე თავდასხმას დღეს განახორციელებს.

„გავიგე, რომ დღეს ირანი ისრაელზე თავდასხმას განახორციელებს. მათ თავს დღეს დაესხმებიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, სიტყვა თავდასხმასაც კი ვერავინ იტყოდა და ეს არ განხორციელდებოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ირანისა და „ჰეზბოლას“ თავდასხმა შესაძლოა, 5 აგვისტოს დაიწყოს.

ცნობისთვის, გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაელ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ირანი ისრაელს საპასუხო ზომებით ემუქრება.