დონალდ ტრამპი - გასულ წელს ჩინეთმა ტრილიონი დოლარის მოგება მიიღო აშშ-თან ვაჭრობით, ახლა ჩვენ ვაკეთებთ ორ მილიარდ დოლარს დღეში, ვიღაცას უნდა გაეკეთებინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ
დონალდ ტრამპი - გასულ წელს ჩინეთმა ტრილიონი დოლარის მოგება მიიღო აშშ-თან ვაჭრობით, ახლა ჩვენ ვაკეთებთ ორ მილიარდ დოლარს დღეში, ვიღაცას უნდა გაეკეთებინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ

მე ეს უნდა გამეკეთებინა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 75-ზე მეტზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების 90 დღით შეჩერების გაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, ფიქრობს, რომ მოვლენები საოცრად განვითარდება.

„ჩინეთი იყო უდიდესი მოძალადე ისტორიაში, ასევე სხვებიც. გასულ წელს ჩინეთმა ერთი ტრილიონი დოლარის მოგება მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაჭრობით. ეს სწორი არ არის. ახლა მე დავატრიალე ეს. ახლა ჩვენ ვაკეთებთ ორ მილიარდ დოლარს დღეში. ვიღაცას უნდა გაეკეთებინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მე გავაკეთე 90-დღიანი პაუზა მათთვის, ვინც არ გამოიყენა საპასუხო ზომები, რადგან მათ ვუთხარით, თუ გამოიყენებდნენ საპასუხო ზომებს, ჩვენ გავაორმაგებდით ტარიფებს. ეს არის ის, რაც მე გავაკეთე ჩინეთთან, რადგან მათ გამოიყენეს საპასუხო ზომები. ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, საოცრად განვითარდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 125%-მდე გაზარდა, ხოლო 90-დღიანი პაუზა დაამტკიცა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ-ის მიმართ საპასუხო ზომები არ მიუღიათ.