დონალდ ტრამპი - გასულ თვეს სამხედროებს საიდუმლო მისია დავავალე, ნავთობტანკერებისა და სავაჭრო გემების ჰორმუზის სრუტეში გატარება, ის უსაფრთხოდ 200-ზე მეტმა გემმა გაიარა, რაც დასტურია, რომ სრუტეს აშშ აკონტროლებს
გასულ თვეს ჩვენს სამხედრო ძალებს დავავალე საიდუმლო მისიის განხორციელება – ნავთობტანკერებისა და სავაჭრო გემების ჰორმუზის სრუტეში გატარება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს პატივი მაქვს გამოვაცხადო, რომ ამ ძალისხმევის შედეგად 100 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობი სრუტიდან ღია ბაზარზე გადავიდა“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, სრუტე უსაფრთხოდ 200-ზე მეტმა სავაჭრო გემმა გაიარა.
„ეს წარმატება დასტურია, რომ ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს აშშ და არა ირანი. მათი არმია დამარცხებულია, ეკონომიკა განადგურებულია. ირანისთვის ყველაფერი დასრულდა“, – აღნიშნავს ტრამპი.
მანამდე დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ სწორედ ეს ოპერაცია არის იმის მიზეზი, რომ ნავთობის ფასი 250 დოლარამდე არ გაზრდილა. „სწორედ ამიტომ არის ნავთობი 85-90 დოლარი ბარელზე და არა – 250“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.