დონალდ ტრამპი - გაკვირვებული ვარ, რომ გენერალური პროკურორი ობამასა და ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას გამორიცხავს
დონალდ ტრამპი - გაკვირვებული ვარ, რომ გენერალური პროკურორი ობამასა და ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალ ტრამპის თქმით, გაკვირვებულია, რომ გენერალურმა პროკურორმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გამორიცხა.

საქმე ეხება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიების გადასინჯვას.

ტრამპი ამტკიცებს, რომ „2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმე ობამასა და მისი ადმინისტრაციის მიერ იყო გამოგონილი“.

„მგონი, ობამაც და ბაიდენიც ჩართულები იყვნენ. ყველაფერი რუსეთის თაღლითობით დაიწყო, მერე გაგრძელდა უკრაინით. ამიტომ, გაკვირვებული ვარ. მე მგონი პროკურორმა თქვა, რომ საქმის გამოძიება ჯერ არ მოხდება. ყველა შემთხვევაში, ჩვენ ძალიან კარგი და პატივსაცემი პროკურორი გვყავს, რომელიც თავის საქმეს გააკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მათი გამოძიება ბარაკ ობამას ან ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ გამოიწვევს.