დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ის ელჩის კანდიდატურას მიმდინარე კვირის ბოლოსთვის წარადგენს
დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ის ელჩის კანდიდატურას მიმდინარე კვირის ბოლოსთვის წარადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლოსთვის წარადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა თავად განუცხადა.

მანამდე ტრამპმა დაადასტურა, რომ გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურას განიხილავს.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ტრამპმა ნაუერტის აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენის გეგმის შესახებ თავის თანაშემწეებს უკვე აცნობა. გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა, რომ კანდიდატურა სენატმა დაამტკიცოს.

ნიკი ჰეილიმ, რომელიც გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი 2017 წლის იანვრიდან იყო, გადადგომის შესახებ 9 ოქტომბერს განაცხადა.