დონალდ ტრამპი - გაცილებით მეტ ადამიანს დაკარგავთ რეცესიის დროს, ვიდრე ვირუსით
დონალდ ტრამპი - გაცილებით მეტ ადამიანს დაკარგავთ რეცესიის დროს, ვიდრე ვირუსით

გაცილებით მეტ ადამიანს დაკარგავთ რეცესიის დროს, ვიდრე ვირუსით, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში ეკონომიკასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ისაუბრა.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ყველაფრის შეჩერებით ქვეყნის განადგურება მოხდება.

„ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება გრიპით, თუმცა გაცილებით მეტ ადამიანს დაკარგავთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ძლიერი რეცესია ან დეპრესია იქნება. ადამიანები დაიღუპებიან. დაფიქსირდება ათასობით სუიციდი. არასტაბილურობა იქნება. არ შეიძლება უბრალოდ მოხვიდე და თქვა, მოდით, დავხუროთ ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყანა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ინტერვიუს დროს.

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ სოციალური დისტანციის დაცვით ადამიანებს შეუძლიათ სამსახურში სიარული. პრეზიდენტის თქმით, ასევე აუცილებელია ხელების ხუთჯერ ან უფრო ხშირად დაბანა და ხელის ჩამორთმევისგან თავის შეკავება.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსის 50 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.