დონალდ ტრამპი ფლორიდაში მომხდარ ტრაგედიაში სკოლის დაცვის წევრს ადანაშაულებს
დონალდ ტრამპი ფლორიდაში მომხდარ ტრაგედიაში სკოლის დაცვის წევრს ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარკლენდის სკოლაში მომხდარ ტრაგედიაში, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სკოლის დაცვის უფროსის მოადგილე, ოფიცერი სკოტ პიტერსონი დაადანაშაულა. მისი თქმით, პიტერსონმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა სკოლის შენობაში არ შევიდა და თავდამსხმელის შეჩერება არ სცადა.

„მას ჰქონდა სამხედრო მომზადება გავლილი, მთელი ცხოვრება პოლიციის ოფიცრად მუშაობა. მჯერა, მას შეეძლო თავდამსხმელი მოზარდის შეჩერება, თუმცა გამბედაობა არ ეყო. იგი მხდალი ადამიანი აღმოჩნდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

14 თებერვალს პარკლენდის სკოლაზე თავდასხმიდან ათ დღეში სკოლის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გამოძიებით დადგინდა, რომ ოფიცერი სკოტ პიტერსონი სროლის დროს შენობაში არ შევიდა. 30-წლიანი პრაქტიკის შემდეგ, პიტერსონმა თანამდებობა შემდგომი ანაზღაურების გარეშე დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სამართალდამცავ ორგანოში ვეღარასოდეს დასაქმდება, პენსიას კი სახელმწიფოსგან ვეღარ მიიღებს.

19 წლის ნიკოლას კრუზმა 14 თებერვალს პარკლენდში მდებარე მერჯერი სთოუნმენ დუგლასის სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 14 მოსწავლე და სამი მასწავლებელი დაიღუპა. იგი აღნიშნული სკოლიდან დისციპლინის პერმანენტული დარღვევის გამო ერთი წლის წინ გარიცხეს. კრუზი იმავე დღეს დააპატიმრეს.