დონალდ ტრამპი ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა
დონალდ ტრამპი ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა. ტრამპმა საული ნიინისტეს რეზიდენცია უკვე დატოვა .

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მიემართება.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ფინეთში გუშინ საღამოს ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა. ორმხრივი მოლაპარაკებები დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე უნდა დაიწყოს და რამდენიმე საათი გაგრძელდება.