დონალდ ტრამპი – ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ბაიდენმა და „დემოკრატებმა“ დაგვიტოვეს, ეს დემოკრატების ბრალია და არა რესპუბლიკელების, თუმცა ჩვენ ამას ვაგვარებთ
ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ბაიდენმა და „დემოკრატებმა“ დაგვიტოვეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, მაღალ ფასებზე პასუხისმგებელი ბაიდენის ადმინისტრაცია და დემოკრატიული პარტიაა.
ტრამპის თქმით, სწორედ მაღალი ფასების გამო მიიღო ამომრჩევლების მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩევნებში.
„ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ბაიდენმა და „დემოკრატებმა“ დაგვიტოვეს. სწორედ ამიტომ გავიმარჯვე არჩევნებში და ახლა ფასები სწრაფად იკლებს. ეს დემოკრატების ბრალია და არა რესპუბლიკელების, თუმცა ჩვენ ამას ვაგვარებთ“, – წერს ტრამპი.