დონალდ ტრამპი - ფაქტების სერიოზული დამახინჯებისა და მტრული აქტის გამო ვზრდი კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფს 10%-ით
დონალდ ტრამპი - ფაქტების სერიოზული დამახინჯებისა და მტრული აქტის გამო ვზრდი კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფს 10%-ით

აშშ ზრდის ტარიფებს კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა truth social-ზე დაწერა.

ტრამპმა აღნიშნულ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანადაში ტარიფების საწინააღმდეგო რეკლამა გავრცელდა, რომელშიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი იყო გამოყენებული. რეიგანი ტარიფებზე უარყოფითად საუბრობდა.

ტრამპმა რეკლამას თაღლითობა უწოდა და გააკრიტიკა კანადელი ოფიციალური პირები.

„მათ მიერ ფაქტების სერიოზული დამახინჯების და მტრული აქტის გამო ვზრდი ტარიფს კანადაზე 10%-ით, იმაზე მეტით, რასაც ისინი ახლა იხდიან“, – დაწერა მან.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტდა.