დონალდ ტრამპი ევროპელი მოკავშირეების ქმედებებს ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში აკრიტიკებს
დონალდ ტრამპი ევროპელი მოკავშირეების ქმედებებს ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში აკრიტიკებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპელ მოკავშირეებს კვლავ აკრიტიკებს და ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში მათი ქმედებების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„ევროკავშირი ჩვენი ფერმებისთვის, მუშებისა და კომპანიებისთვის ევროპაში ბიზნესის წარმოებას შეუძლებელს ხდის, შემდეგ კი მათ სურთ, რომ ჩვენ ბედნიერად დავიცვათ ისინი ნატო-ს საშუალებით და ლამაზად გადავიხადოთ ამისთვის. ასე არ გამოვა!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე გამგზავრებამდე.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ზოგი ქვეყანა მრავალი წელია, გადასახადების გადახდას თავს არიდებს.