დონალდ ტრამპი ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავში მიგრანტების მასობრივ შესვლას ეხმაურება – ეს საშინელებაა, არასწორი მხარე თუ მოვა ხელისუფლებაში, სამი წლის შემდეგ ჩვენც ეს დაგვემართება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავში მიგრანტების მასობრივ შესვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „არასწორი მხარე თუ მოვა ხელისუფლებაში“, მსგავსი სცენარი შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც განმეორდეს. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტს განუცხადა.
„ეს საშინელებაა. დაიმახსოვრეთ ეს სურათი. არასწორი მხარე თუ მოვა ხელისუფლებაში, სამი წლის შემდეგ ჩვენც ეს დაგვემართება“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ მან არჩევნებში დემოკრატების შესაძლო გამარჯვება იგულისხმა.
Spoke with POTUS this morning – he reacted to the migrants overrunning Ceuta, Spain:
“It’s terrible. Remember that picture. That’s going to be us in three years if the wrong side gets in,” he said, referring to Democrats winning elections.
“If the Democrats get in, you will…
— Jacqui Heinrich (@JacquiHeinrich) July 31, 2026