დონალდ ტრამპი - ერთი წლის წინ, 5 ნოემბერს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საპრეზიდენტო გამარჯვება გვქონდა, დიდი პატივია, წარმოვადგენდე ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ეკონომიკა სწრაფად ვითარდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს თავისი გაპრეზიდენტებიდან ერთი წლისთავი მიულოცა.
დონალდ ტრამპის თქმით, ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა განვითარდა და ხარჯები შემცირდა.
„გილოცავთ ერთი წლის იუბილეს. ამ დღეს, 5 ნოემბერს, ერთი წლის წინ ჩვენ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საპრეზიდენტო გამარჯვება გვქონდა. დიდი პატივია, წარმოვადგენდე ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და ხარჯები მკვეთრად მცირდება. ხელმისაწვდომობა ჩვენი მიზანია“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.