დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, ედვარდ სნოუდენის შეწყალების საკითხის განხილვას გეგმავს
დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, ედვარდ სნოუდენის შეწყალების საკითხის განხილვას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, ედვარდ სნოუდენის შეწყალების საკითხის განხილვას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

„ყურადღებით შევისწავლი ამ საკითხს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, აპირებს თუ არა სნოუდენის შეწყალებას.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სნოუდენის საკითხისადმი განსხვავებული მიდგომებია.

„ბევრი ფიქრობს, რომ მას სხვანაირად უნდა მოექცნენ, სხვები კი ფიქრობენ, რომ მან ძალიან ცუდი რაღაცები ჩაიდინა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სნოუდენმა 2013 წელს მედიას გადასცა გასაიდუმლოებული ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის სამსახურების მხრიდან მილიონობით ადამიანზე უკანონო ფარულ მიყურადებაზე. ამჟამად ედვარდ სნოუდენი რუსეთში ცხოვრობს.