დონალდ ტრამპი - ძალიან უკმაყოფილო ვარ, ვიცნობ პრეზიდენტ ბოლსონარუს, ძალიან გამორჩეულ პიროვნებად მესახებოდა, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია ბრაზილიისთვის
დონალდ ტრამპი - ძალიან უკმაყოფილო ვარ, ვიცნობ პრეზიდენტ ბოლსონარუს, ძალიან გამორჩეულ პიროვნებად მესახებოდა, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია ბრაზილიისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გაკვირვებულია, რომ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

„ძალიან უკმაყოფილო ვარ ამით. ვიცნობ პრეზიდენტ ბოლსონარუს, არც ისე კარგად, მაგრამ ვიცნობ, როგორც ქვეყნის ლიდერს. მე ის, როგორც ადამიანი, ყოველთვის ძალიან პირდაპირ, ძალიან გამორჩეულ პიროვნებად მესახებოდა. ვფიქრობ, ეს საშინელი რამ არის. ძალიან საშინელი. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია ბრაზილიისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნეს და 27 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.