დონალდ ტრამპი - ძალიან სტაბილური გენიოსი ვარ
დონალდ ტრამპი - ძალიან სტაბილური გენიოსი ვარ

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰკითხა, შეცვლიდა თუ არა მის მიერ დაყენებულ გზავნილებს თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით თვითმფრინავში ასვლის შემდეგ.

„ვხვდებით თქვენს გზავნილებს, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს უჩნდება კითხვა, ხომ არ გააკეთებთ „ტვიტერით“ განსხვავებულ განცხადებებს Air Force One-ის ბორდიდან?“, – ჰკითხა ჟურნალისტმა ტრამპს, რაზეც ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტისგან ასეთი პასუხი მიიღო:

„სხვა ადამიანები იქცევიან ასე. მე არა. მე ძალიან თანმიმდევრული, სტაბილური გენიოსი ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიერ დაყენებული მოთხოვნის გამო, რომელიც თავდაცვის ხარჯების გაზრდას ეხება.

გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-ს სამიტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაყენებული მოთხოვნის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.