დონალდ ტრამპი – დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ყველაფერს აკეთებენ, რათა 2020 წლის არჩევნები ცენზურას დაუქვემდებარონ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც სოციალურ ქსელებს ლიბერალური შეხედულებების მიმართ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ, წინასაარჩევნო პერიოდში ცენზურა უფრო გაააქტიურონ.
„დიდი ტექნოლოგიური კომპანიები მათი სოლიდური შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ, რომ 2020 წლის არჩევნები ცენზურას დაუქვემდებარონ. თუ ეს მოხდა, ე.ი. ჩვენ ჩვენი თავისუფლება აღარ გვაქვს. მე ამას არ დავუშვებ. ისინი ამას ეცადნენ 2016 წელს და წააგეს. ახლა ისინი სრულიად გაგიჟდნენ“,- წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ გვერდზე ასევე გააზიარა „ფეისბუქის“ დამფუძნებლის, მაიკ ცუკერბერგის ციტატა, სადაც ის ამბობს, რომ კერძო კომპანიები არ უნდა იყვნენ სიმართლის არბიტრები. „ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის რამდენიმე პოსტის ქვეშ გამაფრთხილებელი მინიშნება გააკეთა და მკითხველს ინფორმაციის დაზუსტებისკენ მოუწოდა.
Big Tech is doing everything in their very considerable power to CENSOR in advance of the 2020 Election. If that happens, we no longer have our freedom. I will never let it happen! They tried hard in 2016, and lost. Now they are going absolutely CRAZY. Stay Tuned!!!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 28, 2020