დონალდ ტრამპი - დიდი ალბათობით, არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს დავუჭერ მხარს, მაგრამ უნდა გადავხედო, კიდევ ვინ იყრის კენჭს
დონალდ ტრამპი - დიდი ალბათობით, არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს დავუჭერ მხარს, მაგრამ უნდა გადავხედო, კიდევ ვინ იყრის კენჭს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელის არჩევნებში „დიდი ალბათობით“ მხარს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაუჭერს, თუმცა ჯერ სურს ნახოს, კიდევ ვინ იყრის კენჭს მის წინააღმდეგ.

„უნდა გადავხედო, ვინ იყრის კენჭს, მაგრამ ბიბი ძალიან მომწონს. დიდი ალბათობით, მას დავუჭერ მხარს. ის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, თუმცა ცოტა უფრო რაციონალური უნდა იყოს“, – განუცხადა ტრამპმა ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელს სატელეფონო ინტერვიუში.

ცნობისთვის, ირანსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად ისრაელი ლიბანში იერიშებს განაგრძობს, რამაც დონალ ტრამპის კრიტიკა გამოიწვია. თეთრი სახლის ლიდერმა ნეთანიაჰუს რამდენჯერმე მოუწოდა ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ობიექტებზე დარტყმები შეეჩერებინა.

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება. როგორც მედია წერს, ამ ეტაპზე ნეთანიაჰუს ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეები, ისრაელის თავდაცვის ყოფილი შტაბის უფროსი და პარტია „იაშარის“ ლიდერი გადი ეიზენკოტი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია Together-ის ლიდერი ნაფტალი ბენეტი არიან.