დონალდ ტრამპი - დიდ ბრიტანეთთან დიდი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდება
დონალდ ტრამპი - დიდ ბრიტანეთთან დიდი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონლად ტრამპის თქმით, აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი მალე დიდ სავაჭრო შეთანხებას გააფორმებენ. ამის შესახებ განცხადება ​დონლად ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბორის ჯონსონი არის შესაფერისი ადამიანი, რომელიც დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გამოიყვანს.

ბორის ჯონსონი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს საფრანგეთში მიმდინარე დიდი შვიდიანის სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდნენ.

დღესვე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსაც. მოლაპარაკებების მთავარი თემა ბრექსიტი იქნება.