დონალდ ტრამპი - დემოკრატები მთავრობის დახურვის გამო იღუპებიან, რადგან ჩვენ ვხურავთ დემოკრატების პროგრამებს, რომლებსაც ვეწინააღმდეგებოდით
დონალდ ტრამპი - დემოკრატები მთავრობის დახურვის გამო იღუპებიან, რადგან ჩვენ ვხურავთ დემოკრატების პროგრამებს, რომლებსაც ვეწინააღმდეგებოდით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთავრობის „შათდაუნს“ იყენებს დემოკრატების მიერ მხარდაჭერილი ფედერალური პროგრამების სამუდამოდ დასასრულებლად და მალე გამოაქვეყნებს იმ პროგრამების სიას, რომლებიც შეწყდება.

„დემოკრატები მთავრობის დახურვის გამო იღუპებიან, რადგან ჩვენ ვხურავთ დემოკრატების პროგრამებს, რომლებსაც ვეწინააღმდეგებოდით. ისინი უმეტეს შემთხვევაში აღარასდროს დაბრუნდებიან. ახლა ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც აქამდე არ შეგვეძლო. ამიტომ ჩვენ ვხურავთ დემოკრატების პროგრამებს, რომელთა დახურვაც გვინდოდა ან არასდროს გვინდოდა, ახლა კი ვხურავთ მათ და არ დავუშვებთ, რომ ისინი დაბრუნდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იმ პროგრამების სიას, რომელიც დაიხურება, პარასკევს, 17 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

„პარასკევს ჩვენ გვექნება მათი სია. ჩვენ არ ვხურავთ რესპუბლიკელების პროგრამებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ისინი მუშაობენ“, – განაცხადა ტრამპმა.