დონალდ ტრამპი - დემოკრატები დაუყოვნებლივ თუ არ მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს კვლავ უსაფრთხოდ აქცევს, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტებს უსაფრთხოების აღსადგენად აეროპორტებში გადავიყვან
დონალდ ტრამპი - დემოკრატები დაუყოვნებლივ თუ არ მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს კვლავ უსაფრთხოდ აქცევს, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტებს უსაფრთხოების აღსადგენად აეროპორტებში გადავიყვან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტები აეროპორტებში გადაიყვანოს, რათა მათ უსაფრთხოება აღადგინონ.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, არალეგალი მიგრანტები, განსაკუთრებით კი სომალელები, „მინესოტის დიდებულ შტატს ანადგურებენ”.

„რადიკალური მემარცხენე დემოკრატები დაუყოვნებლივ თუ არ მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას, კერძოდ, ჩვენს აეროპორტებს, კვლავ თავისუფალ და უსაფრთხოდ აქცევს, მე ჩვენს ბრწყინვალე და პატრიოტ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტებს აეროპორტებში გადავიყვან, სადაც ისინი უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ ისე, როგორც აქამდე არავის უნახავს, მათ შორის, დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ ყველა არალეგალ იმიგრანტს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ. განსაკუთრებული აქცენტი იქნება სომალიდან ჩამოსულებზე, რომლებმაც, კორუმპირებული გუბერნატორის, გენერალური პროკურორისა და კონგრესმენის, ილჰან ომარის თანხმობით, მთლიანად გაანადგურეს მინესოტის ოდესღაც დიდებული შტატი. მოუთმენლად ველოდები ICE-ს ჩვენს აეროპორტებში მოქმედებას. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული!” – წერს ის.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული პოსტი ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებული დაპირისპირების გამო გააკეთა.

ცნობისთვის, სენატის დემოკრატმა წევრებმა უარყვეს რესპუბლიკელების მცდელობები, მიეღოთ კანონპროექტი ჯანდაცვის დეპარტამენტის დაფინანსების შესახებ, რომელიც ნაწილობრივ დაიხურა თებერვლის შუა რიცხვებიდან. ამის გამო ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც უსაფრთხოების შემოწმებას აწარმოებენ აშშ-ის აეროპორტებში, ანაზღაურების გარეშე დარჩნენ, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებში მასობრივი და ხანგრძლივი რიგები გამოიწვია.