დონალდ ტრამპი დემოკრატ გუბერნატორებს შტატების გახსნის პროცესის შენელებაში ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, რომ დემოკრატები ცდილობენ, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შტატების გახსნა მაქსიმალურად შეაჩერონ.
დემოკრატების მოქმედებას დონალდ ტრამპი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს, რომელიც 3 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.
პრეზიდენტმა „ტვიტერის“ მეშვეობით პენსილვანიის შტატის მოქალაქეებს მოუწოდა, თავად მოეთხოვათ შტატის გახსნა.
„პენსილვანიის მოსახლეობას საკუთარი თავისუფლება ახლა უნდათ და მათ ზუსტად იციან თუ რას გულისხმობს ეს. დემოკრატები პოლიტიკური მიზნებისთვის მთელი აშშ-ს მასშტაბით ნელა მოქმედებენ. ისინი 3 ნოემბრამდეც მოიცდიდნენ რომ შეეძლოთ. ნუ თამაშობთ პოლიტიკურ თამაშებს, იყავით უსაფრთხოდ და სწრაფად იმოქმედეთ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“.
The great people of Pennsylvania want their freedom now, and they are fully aware of what that entails. The Democrats are moving slowly, all over the USA, for political purposes. They would wait until November 3rd if it were up to them. Don’t play politics. Be safe, move quickly!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 11, 2020