დონალდ ტრამპი - დაკავებულია პირი, რომელსაც ვენესუელასთან დაკავშირებული ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის უკანონო შენახვა და გავრცელება ედება ბრალად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის გამავრცელებელი იდენტიფიცირებულია და ახლა ციხეშია.
„შესაძლოა, სხვებიც იყვნენ. ამის შესახებ შეგატყობინებთ. ჩვენ მათ კვალს ვეძებთ, მაგრამ გამავრცელებელი ნაპოვნია და ციხეშია. სავარაუდოდ, იქ დიდხანს დარჩება“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
როგორც „როიტერი“ წერს, დაკავებული პირი პენტაგონის კონტრაქტორია, რომელსაც ბრალად ედება ვენესუელასთან დაკავშირებული ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის უკანონო შენახვა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ახალ ლიდერს, დელსი როდრიგესს ესაუბრა და დიალოგი პოზიტიურად შეაფასა.
„გვქონდა ხანგრძლივი საუბარი, რომლის დროსაც სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. როდრიგესი შესანიშნავი ადამიანია და შეერთებული შტატები ძალიან კარგად ურთიერთობს ვენესუელასთან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.