დონალდ ტრამპი - „დაკასთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო და არ ჰქონდა იურიდიული საფუძველი
დონალდ ტრამპი - „დაკასთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო და არ ჰქონდა იურიდიული საფუძველი

უზენაესი სასამართლოს მიერ „დაკას“ პროექტის შეწყვეტის შესახებ უარყოფითი განაჩენის გამოტანას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა.

თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში თუ ისევ რადიკალი მემარცხენე დემოკრატები აღმოჩნდებიან, შესაძლოა, მოსახლეობამ დაკარგოს მეორე შესწორება, ანუ იარაღის ტარების უფლებას, ასევე სიცოცხლის, უსაფრთხო საზღვრების, რელიგიური თავისუფლების და სხვა უფლებები.ა

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, „დაკასთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო და არ ჰქონდა იურიდიული საფუძველი. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტს გადამეტებულ ძალაუფლებას აძლევს, თუმცა ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის მხოლოდ აშშ-ს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს.

„როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვითხოვ, „დაკას“ თაობაზე იურიდიულ გადაწყვეტილებას, რომელიც კანონის უზენაესობაზე იქნება დაფუძნებული და არ იქნება პოლიტიკური. ჩვენ ამას უზენაესი სასამართლო არ გვაძლევს და ამიტომ ამ პროცესის თავიდან დაწყება მოგვიწევს“, – წერს ტრამპი.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 2020 წლის პირველი სექტემბრისთვის უზენაესი სასამართლოსთვის კონსერვატორი მოსამართლეების კანდიდატურების განახლებულ სიას წარადგენს.

ტრამპის განცხადებით, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მხოლოდ ამ განახლებული სიიდან აირჩევს.

„გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ახლა უზენაესი სასამართლო იღებს, ეს სია ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, ხმა მიეცით 2020 წლის არჩევნებში“, – წერს ტრამპი.